ELOS ლიფტინგი

საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია’’ ხშირად გთავაზობთ ესთეტიკური მედიცინის ინოვაციური საშუალებებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ELOS ლიფტინგია, რომელიც Syneron-ის უახლესი აპარატით კეთდება.  ELOS პროცედურები გაახალგაზრდავების ტექნოლოგიების ახალი სიტყვაა. იგი ოპტიკური და ბიპოლარული ელექტრული ენერგიის სხვადასხვა კომბინაციების საშუალებით სასურველი შედეგის მიღწევაში გეხმარებათ.  კლასიკური ლაზერული გაახალგაზრდავების ტექნოლოგია ნაზად და ღრმად მოქმედებს კანის ფენებში და ელასტინის წარმოებას ასტიმულირებს. კანის ქსოვილების ღრმა ფენებში კოლაგენი წარმოიქმნება და მისი ბუნებრივად გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს.

 

რა პრობლემების გადაჭრაა შესაძლებელი ELOS აპარატის საშუალებით?

  • ELOS ლიფტინგის პროცედურის შემდეგ:
  • სწორდება ნაოჭები;
  • კანი მკვრივდება;
  • კანი ახალგაზრდავდება სახის, ყელის, გულ-მკერდის, მუცლის არეში.
  • შესაძლებელია პიგმენტაციის აღდგენა, ვენების მოცილება.

ELOS ლიფტინგის პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია 30 წლის ასაკის ზემოთ.

ამ პროცედურის დროს დამწვრობის რისკი თითქმის არ არსებობს. პროცედურის დროს დისკომფორტს არ განიცდით. დამწვრობა შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ პროცედურას ნამზეურზე იკეთებთ.

პროცედურის შემდეგ არავითარ წითელი ლაქები კანზე არ გექნებათ. შედეგს მომენტალურად დაინახავთ - კანი უფრო გლუვი და მბზინვარე ხდება.

 როდის უნდა მიმართოთ ELOS ლიფტინგს?

იგი მხოლოდ ნაოჭების მოშორების საშუალება არაა. ეს პროცედურა ეფექტური იქნება, თუ თქვენ გაქვთ:

  • ასაკობრივი ლაქები;
  • კაპილარები კანზე;
  • არათანაბარი ფერი;
  • გაფართოებული ფორები;
  • აკნე;
  • აკნეს კვალი;
  • როზაცეა.

ELOS ლიფტინგით კანს სიმკვირვეს შემატებთ.

მაქსიმალური შედეგის მისაღწევად სრული კურსის ჩატარებაა აუცილებელი. პროცედურების რაოდენობა 4-დან 6-მდე მერყეობს და ამას თქვენი კოსმეტოლოგი განსაზღვრავს. პროცედურებს შორის ინტერვალი 3-5 კვირაა.

 

როდის არაა რეკომენდირებული ELOS ლიფტინგის გაკეთება?

 კოსმეტოლოგი აუცილებლად გირჩევთ, ამ პროცედურისგან თავი შეიკავოთ თუ თქვენ:

  • გაქვთ ალერგიული რეაქცია სინათლესა და მზეზე;
  • გაქვთ ონკოლოგიური დაავადება;
  • ორსულად ხართ;
  • გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
  • ახალი მიღებული გაქვთ ნამზეური;
  • გაქვთ კანის რომელიმე დაავადება;
  • რაიმე პრეპარატის გამო გაზრდილია კანის მგრძნობელობა;

როგორ მოვემზადოთ ELOS ლიფტინგისთვის?

პროცედურამდე 2-3 კვირით ადრე არ ესტუმროთ სოლარიუმს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამწვრობის მიღების ალბათობა გაიზრდება. რამდენიმე დღით ადრე შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კანი ქიმიური და მექანიკური გაღიზიანება.

პროცედურის ხანგრძლივობა  45 წუთიდან 2 საათამდე მერყეობს.

კოსმეტოლოგთან ვიზიტი ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ უფასოა. კონსულტაციისთვის ჩაეწერეთ ნომერზე. ტელ: 2 29 00 66; 2 29 47 47

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO