სახის ლიფტინგი - უახლესი ტექნოლოგია

 

სახის ლიფტინგი საკმაოდ მოთხოვნადი პროცედურაა, რომელიც ხშირად ქირურგიულ ჩარევასაც საჭიროებს. ოპერაცია ანესთესიას მოითხოვს, პროცედურის შემდგომ კი ერთთვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი გჭირდებათ ჩვეულ ფორმაში ჩასადგომად. ახალი ტექნოლოგიები გვაძლევენ შანსს რომ ეს პროცესი უფრო კომფორტული გავხადოთ.  ,,ELOS LIFTING’’ სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ეფექტს უმოკლეს დროში იძლევა.

როგორ მუშაობს იგი?

ELOS ლიფტინგი კანის დამუშავების პროცედურაა, რომლის დროსაც სინათლის ენერგიის მაღალი სიხშირით გამოყოფა ხდება. ამ სითბოს გამოყოფის დროს კოლაგენების გამომუშავების პროცესი აქტიურდება, კანი კი მეტ ელასტიურობას იძენს. პროცედურის შემდგომ ქრება წვრილი ნაოჭები, აღდგება სახის კონტური. ELOS ლიფტინგის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ კოლაგენის გამომუშავების პროცესი რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ გრძელდება და მაქსიმალური ვიზუალური ეფექტი 4-5 კვირის შემდგომ მიიღება.

როგორია  ELOS ლიფტინგის პროცედურა?

  • პროცედურა საკმაოდ კომფორტულია;
  • არ იწვევს ტკივილს;
  • პროცედურამდე კოსმეტოლოგი გაცილებთ მაკიაჟს და გისვამთ სპეციალურ კრემს;
  • ექიმი არეგულირებს სინათლის ინტენსივობას. მიმდინარე კურსის დროს გაითვალისწინება კანის შესაძლო რეაქცია;
  • პროცედურის შემდგომ გამოიყენება სპეციალური დამამშვიდებელი კრემი.

ELOS ლიფტინგის უპირატესობები

✔ პროცედურა არ მოითხოვს რეაბილიტაციის პერიოდს. ELOS ლიფტინგის დასრულებისთანავე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ყოველდღიურ საქმიანობას;

✔ პროცედურა უმტკივნეულოა - გრძნობთ მხოლოდ  სითბოს და მცირეოდენ ჩხვლეტას, რომელიც სრულიად ადვილი ასატანია. შესაბამისად, კანის გაყუჩება აუცილებელი არაა. ]

✔ არ აღიზიანებს კანს, არ რჩება წითელი ლაქები, არ ზიანდება შინაგანი ორგანოები. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა.

✔ ELOS ლიფტინგის კურსის დასრულების შემდეგ კანი 10-15 წლით ახალგაზრულად გამოიყურება.

ELOS ლიფტინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კლინიკა ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას.’’ კოსმეტოლოგთან კონსულტაცია უფასოა.  ვიზიტისთვის ჩაეწერეთ წინასწარ: 2 29 00 66; 2 29 47 47

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO