ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულებისთვის

პრენატალური ულტრაბგერითი გამოკვლევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი მეთოდი ორსულობის დროს. როგორც წესი ულტრაბგერითი გამოკვლევა ხორციელდება პირველ ,მეორე  და მესამე ტრიმესტრში.

ულტრაბგერითი კვლევის უპირატესობები ქალებისთვის.

ექოსკოპიური კვლევა აუცილებელია ორსულობის დროს რამდენიმე მიზეზის გამო :

-         უსაფრთხოება (ულტრაბგერა უსაფრთხოა, როგორც დედის, ისე ბავშვისთვის);

-         ინფორმაციულობა (ის აძლევს მომავალ დედას და ექიმს ყველა საჭირო ინფორმაციას ნაყოფის განვითარების და შესაძლო ანომალიების შესახებ);

-         უმტკინეულოა;

-         და გაძლევთ შესაძლებლობას დაინახოთ მომავალი შვილი (3D  და 4 D ულტრაბგერით).

გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ორსულობის ყველა ტრიმესტრში.

პრენატალური ულტრაბგერითი კვლევა.

რუტინულად ულტაბგერითი კვლევა ტარდება ქალებში მკაცრად გამოყოფილად : პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში.

პირველი ტრიმესტრი (10-12 კვირა) .

გამოკვლევა ხორციელდება, რათა გამოირიცხოს შესაძლო გენეტიკური დარღვევები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ნაყოფის განვითარების პერიოდში. ამისთვის ხდება ნაყოფის ზომების შეფასება :

-         ზედა ყბის,

-         ნაყოფის ცხვირის ძვლების.

ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს სისხლის ბიოქიმიური ანალიზი.

მეორე ტრიმესტრი (18-20 კვირა).

მეორე ულტრაბგერითი კვლევა ხორციელდება 18-20 კვირის განმავლობაში, თუმცა შესაძლებელია გაკეთდეს 16-18 კვირის პერიოდშიც. ამ პერიოდში სრულიად არ არის ნაყოფი განვითარებული, უნდა ჩატარდეს გულმკერდის, მუცლის და კიდურების ცალ-ცალკე გამოკვლევა.  სამედიცინო ულტრასონოგრაფიით ყურადღებით ხდება ძირითადი პარამეტრების შესწავლა, ის ამოწმებს ბავშვის ნორმალურ განვითარებას და ა.შ.

კვლევის დროს ფასდება :

-         პლაცენტის ადგილმდებარეობა, სტრუქტურა და სიმწიფე;

-         ამნიონური სითხის რაოდენობა და ხარისხი;

-         ჭიპლარის მდებარეობა;

-         საშვილოსნოს ყელის მგომარეობა.

მესამე ტრიმესტრი (30-32 კვირა).  

ამ ეტაპზე ხდება ბავშვის ზრდის და პროპორციულობის შეფასება. ამ დროს მთავარ კრიტერიუმებს წარმოადგენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. უნდა გამოირიცხოს ანომალიები.

კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ გამოცდილი ექიმების და გამართული აპარატურის დამსახურებით შეგიძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ და ჩაიტაროთ ზუსტი გამოკვლევები.

დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ : ტელ: 2 29 00 66; 2 29 47 47

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO