პეპტიდური მეზოთერაპია

კანის დაბერების ძირითადი მიზეზი უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევაა. ასაკთან ერთად კანზე უარყოფითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივებიც. ამ პროცესს კანის ფოტოდაბერება ეწოდება: კანი ეშვება, ნაოჭდება, შრება. ფოტოდაბერებით განპირობებული ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა მეზოთერაპიაა. ეს მეთოდი უზრუნველყოფს მინერალები, ნუკლეინის და ამინომჟავების პირდაპირ კანზე (კანის შუა ფენაზე) შეღწევას.,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ პროცედურა უმაღლესი ხარისხის ფილერებით კეთდება. 

პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ანესთეზიას არ საჭიროებს. მეზოთერაპიის კურსის შერჩევა სპეციალისტის მიერ ხდება და ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია. პროცედურა უსაფრთხოა და ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს და პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს

 

ფილერის შემადგენლობა:

  • პეპტიდები;
  • 1% ჰიალურონის მჟავა;
  • ვიტამინები;
  • ამინომჟავები;
  • მინერალები;
  • კოენზიმები;
  • ნუკლეინის მჟავები;
  • აღმდგენი აგენტები.

 

მეზოთერაპიის შედეგი:

  • ინტენსიურად აახალგაზრდავებს სახისა და სხეულის კანსა და რბილ ქსოვილებს;
     
  • გამოიყენება დეჰიდრატირებული და არამგრძნობიარე სახისა და სხეულის კანის შემთხვევაში;
     
  • ებრძვის გამონაყარს, ავიწროებს ფორებს და ახდენს ცხიმიანობის ნორმალიზებას;
     
  • აღადგენს სახისა და სხეულის ელასტიურობას;
     
  • ასწორებს ნაოჭებს;
     
  • უზრუნველყოფს ლიფტინგის ეფექტს.

 

,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში'' კოსმეტოლოგთან ვიზიტი უფასოა.

კონსულტაციისთვის წინასწარ ჩაეწერეთ: +(995 32) 29 00 66; +(995 32) 29 47 47

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO