ვაგინალური კანდიდოზი
 ვაგინალური კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ინფექციური ეტიოლოგიის  საშოს დაავადებაა. ბოლო წლებში ვაგინალური კანდიდოზის სიხშირემ მოიმატა - რეპროდუქციული ასაკის ხუთი ქალიდან ოთხს მაინც ექნება გადატანილი ვაგინალური კანდიდოზი.
 
 ვაგინალური კანდიდოზის გამომწვევია – კანდიდას გვარის საფუარისებრი სოკოები. კანდიდას გვარის სოკოები წარმოადგენენ მომრგვალო ფორმის ერთჯერად ანაერობულ მიკროორგანიზმებს. ზომა- 1,5-დან 10 მკმ- მდე. სოკოების ზრდის და განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 21-37Co და სუსტი მჟავა არე.
 
  გენიტალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, მაგრამ ხშირად არის მათი მარკერი. სოკოები მიეკუთვნება პირობით პათოგენურ ფლორას, რომელიც ნორმაში კანის საფარზე და ლორწოვან გარსზეა, მათ შორის საშოშიც. გარკვეულ პირობებში (საერთო და ადგილობრივი რეზისტენტობის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი წარონაქმნები) შეიძლება დაავადება განვითარდეს. ამავე დროს მატულობს სოკოების ადჰეზიურობა, ისინი ემაგრებიან საშოს ეპითელიუმის უჯრედებს, იწვევენ ლორწოვანი გარსის კოლონიზაციას და ანთებითი რეაქციის განვითარებას. ჩვეულებრივ კანდიდოზი ეხება საშოს ეპითელიუმს.
 
   ვაგინალური კანდიდოზის კლასიფიკაცია -  განარჩევენ მწვავე (დაავადების ხანგრძლივობა არის ორ თვემდე) და ქრონიკულ (ხანგრძლივობა ორ თვეზე მეტი ) დაავადებებს.
 
 ვაგინალური კანდიდოზის სიმპტომები  -
 
-    ქავილი და წვა საშოში;
 
-    ტკივილი შარდვის დროს;
 
-    ხაჭოსებრი გამონადენი სასქესო გზებიდან (გამონადენი შეიძლება იყოს თხელი და წყლოვანი, სუნის გარეშე ან შედარებით სქელი კონსისტენციის.)
 
-    ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
 
-    ვულვის( ქალის გარეთა სასქესო ორგაოების ) ტკივილი და გაღიზიანება.
 
 
 
ვაგინალური კანდიდოზის დროს ქავილი და წვა ძლიერდება წყლის პროცედურების, ასევე სქესობრივი აქტის შემდეგ ან ძილის დროს. პროცესში საშარდე გზების ჩართვა იწვევს დიზურიულ ცვლილებებს. ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა მოიცავს მისი გამომწვევი პირობების მოშორებას.
 
ვაგინალური კანდიდოზის დიაგნოზის უტყარი მეთოდია ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი.
 
 ვაგინალური კანდიდოზი იკურნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით : - ტაბლეტები, კრემები, მალამოები, სანთლების ინტრავაგინალური გამოყენებით.
 
 
 
“ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში“ გინეკოლოგების დიდი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს დავსვათ  სწრაფი და ზუსტი დიაგნოზი  ნაცხის მიკროსკოპული ანალიზით.
 
პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO