ანალური ქავილი
 

ანალური, კანის ქავილი საკმაოდ გავრცელებული დაავადება. მისი წარმოშობის სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს:

  • იდიოპათიური ქავილი (მისი მომწვევი კონკრეტული მიზეზები არ არსებობს);
  • ბუასილი, ანალური ნაპრალები, ფისტულები, მეჭეჭები, სფიქსტერის დისფუქცია, სიმსივნე და ა.შ;
  • დერმატოლოგიური დაავადებები - ფსორიაზი, სებორიული დერმატიტი, ატოპიური ეგზემა და ა.შ;
  • კონტაქტური დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია მალამოების, დეოდორანტების, ფხვნილების, საპნების მიერ;
  • ინფექციები - სოკოვანი, ბაქტერიული;
  • პარაზიტები - ტროქომონიაზი, მუნი და სხვა;
  • პერორალური ანტიბიოტიკები - ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი და ა.შ;
  • სისტემური დაავადებები - დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები;
  • პირადი ჰიგიენა - არასაკმარისი ან გადაჭარბებული;
  • სითბო და ტენიანობა - ვიწრო ტანსაცმელი, თბილი კლიმატი, სიმსუქნე, ინტენსიური ფიზიკური აქტივობა;
  • კვების პროდუქტები - სასმელები (ჩაი, ყავა, ლუდი, ღვინო და ა.შ.), ცხარე საკვები.

მკურნალობის კურსი ანალური ქავილის გამომწვევი მიზეზების შესაბამისად შეირჩევა. ყველაზე ხშირად პაციენტს ქავილი სოკოს ან დაზიანების გამო აწუხებს. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ პროქტოლოგების დიდი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს დეტალური გამოკვლევის ჩატარებს შედეგად ქავილის ზუსტი დიაგნოზი დაისვას.

ანალური ქავილის მკურნალობის ძირითადი მიზანი მისი გამომწვევი მიზეზების დადგენაა რომ შემდგომში ისინი გათვალისწინებული იქნას და  მისი უარყოფითი გავლენა გამოირიცხოს (მაგ. შეიზღუდოს გადაჭარბებული ჰიგიენური პროცედურები ან მეტისმეტად მჭიდრო ტანსაცმლის ტარება).

მკურნალობა ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტადიაზეა დაავადება. ანალური ქავილი, შესაძლოა, მთელი რიგი ფაქტორების მიერ იყოს გამოწვეული, რომლებიც კომპლექსურად მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე უამრავი დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი. მკუნალობის ეფექტური კურსი საშუალებას მოგცემთ, ამ პრობლემას მთლიანად დააღწიოთ თავი. უმეტეს შემთხვევაში, თვითმკურნალობა დროებით შედეგს იძლევა. ანალური ქავილის ზოგიერთი ფორმა უფრო სერიოზულ დაავადებებშიც გადაიზრდება (ეგზემა, სისხლდენა, წყლულები და ა.შ.).

იგივე სიმპტომების გაჩენისას ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს!

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO