ჰემატოსპერმია

 სიმპტომი ხშირად ვლინდება შეუმჩნევლად, რადგანაც არის თავიდან უმნიშნელო და სპემის არამკეთრი შეფერილობა არ იქცევს ყურადღებას. გარდა ამისა, ეაკულაცია უმეტესად ხდება საშოში, რაც ართულებს მის შემჩნევას. ჰემატოსპერმია შეიძლება გმოვლინდეს მამაკაცის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. 40 წლამდე ასაკში გამოვლენილი ჰემატოსპერმიის მიზეზები ძირითადად კეთილსაიმედო პროგნოზისაა, ხანდახმულებში კი – უმეტესად სიმსივნურ პროცესებს უკავშირდება.

  ჭეშმარიტი ჰემატოსპერმიის დროს სისხლი სპერმაში ხვდება სათესლეების, სათესლე დანამატების, სათესლე ბუშტუკებისა და პროსტატის ფარგლებში. ცრუ ჰემოსპერმიის დროს სისხლი სპერმას ერევა შარდსადენ მილში და სპერმა ალისფერია. ჰემოსპერმია ვითარდება საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებების დროს. ხანდაზმულ ასაკში სისხლი სპერმაში შესაძლოა პროსტატის დაავადებაზე მიუთითებდეს. ყველაზე ხშირი მიზეზი არის სათესლე ბუშტუკების (ვეზიკულიტი) და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატიტი) ანთების დროს. სპერმაში სისხლის მიზეზი არის წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია.

სპერმაში სისხლის გამოჩენის მიზეზებია:

  • სისხლის მაღალი წნევა;
  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
  • პროსტატის კიბო;
  • პროსტატიტი;
  • ტუბერკულოზი;
  • წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია;
  • ტრავმა;
  • შისტოსომოზი;
  • ექინოკოკოზი;
  • წინამდებარე ჯირკვლისა და სათესლე ბუშტუკების კისტები;
  • სათესლე ბუშტუკების კიბო;
  • წინამდებარე ჯირკვლის ქვები;
  • ტელაენგიექტაზიები წინამდებარე ჯირკვალში;
  • წინამდებარე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ურეთრიტი;
  • ურეთრის კისტები.

ამ სიმპტომის გამოჩენისთანავე საჭიროა უროლოგის და/ან ონკოლოგის კონსულტაცია.

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO