ქლამიდიოზის მკურნალობა
ქლამიდიოზი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ  ინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნება. ქლამიდიოზით სქესობრივთად აქტიურ პირთა 5-10%-ია დაავადებული. ერთჯერადი კონტაქტის შემთხვევაშიც კი ამ დაავადებით ინფიცირების რისკი 50%-ია. იგი სქესობრივი ურთიერთობისას გადადის და თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ქალთა, დაახლოებით, 70% მას ფარულად ატარებს.
 
აუცილებელია ქალების სკრინინგი ქლამიდიის დროული აღმოჩენის და მკურნალობისთვის, ქლამიდიის რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანების, რომელთც აქვთ დაუცველი სექსი, ჰყავთ მრავალი სქესობრივი პარტნიორი, არიან სექსუალურად აქტიურები და არ ორსულდებიან.
 
 
ზოგჯერ დაავადების გამოვლენა შემდეგი სიმპტომებით ხდება:
  • ლორწოვანი, ან ჩირქოვანი გამონადენი;

  • უსიამოვნო სუნის და მოყვითალო ფერის მქონე გამონადენი საშოდან;

  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;

  • ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება;

  • ტკივილი შარდვისას გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებში;

  • ქავილი და წვა.

ეს დაავადება ვითარდება თვალის კონიუნქტივიტში, ურეთრაში, საშვილოსნოს ყელში ან სწორ ნაწლავში.

ქლამიდია უნაყოფობასაც იწვევს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ქალი ორსულადაა, ეს დაავადება განსაკუთრებით პრობლემურად ვითარდება. ხშირია სპონტანური აბორტები, ორსულობის პათოლოგიები და ნაყოფის დაინფიცირება. იზრდება ნაადრევ მშობიარობის განვითარების რისკიც.  ორსულობის პერიოდში ქლამიდიოზის მკურნალობა განსაკუთრებით აუცილებელია. 
 
ბავშვი, რომელიც ქლამიდიათი დაინფიცირებული დედისგან ჩნდება, რისკის ქვეშ იმყოფება, სიცოცხლის პირველ თვეებში შეიძლება მას განუვითარდეს პნევმონია, თვალის ინფექციები, მომავალში კი – ფილტვების ან სახსრების დაავადებები. ბავშვი შეიძლება თანდაყოლილი ქლამიდოზით დაიბადოს. 
 
 
მკურნალობის შემდეგ მიიღეთ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, მიირთვით რძემჟავა პროდუქტები და ნაღველმდენი ბალახეული ნაკრების ჩაი, რომ კუჭ-ნაწლავის ფლორა არ გაღიზიანდეს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მარილიანი, შებოლილი და ცხიმიანი საკვები.
 
ქლამიდიას მკურნალობას, როგორც წესი, ძალიან გვიან იწყებენ, რადგან დაავადების აღმოჩენა ადრეულ პერიოდში იშვიათად ხდება. ამიტომ, საჭიროა, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ გამოკვლევა ქლამიდიოზზე და, მისი აღმოჩენის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. მკურნალობა  ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს და ამ პერიოდში სექსი აუცილებლად დაცული უნდა იყოს!  მის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, იმუნომოდულატორები და ფიზიოთერაპია.
 
დაავადების პროფილაქტიკისთვის ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი და გამორიცხეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირები. თვითნებური მკურნალობა სასტიკად აკრძალულია, რადგან ასე ინფექციას უფრო გაამწვავებთ!
 
პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO