სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა

სექსუალური დისფუნქცია _ გამოსავალი არსებობს!

საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ,,Oxford Medical Georgia’’ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში წარმოდგენილი მრავალპროფილიანი კლინიკების ქსელიდან ერთ-ერთია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც მაღალ პროფესიონალურ და ტექნოლოგიურ დონეზე უზრუნველყოფს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას.

ინტერვიუ ,,Oxford Medical Georgia’’-ს ექიმთან ერექციული დისფუნქციის შესახებ.

_ რას ნიშნავს ერექციული დისფუნქცია?

_ ერექციული დისფუნქცია _ ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი ვერ ახერხებს მიაღწიოს ან შეინარჩუნოს საკმარისი ერექცია სქესობრივი აქტისთვის.

_ თუ არ ვცდები, ადრე ამ პრობლემას ,,იმპოტენციასაც’’ უწოდებდნენ.

_ არ ცდებით, თუმცა, ტერმინი ,,იმპოტენცია’’ წარსულს ჩაბარდა. მდგომარეობის ზუსტმა აღწერამ და ყოველდღიურ ყოფაში გამოყენებამ გამოიწვია ამ სიტყვის, როგორც სამედიცინო ტერმინის დისკრედიტაცია. ზემოაღნიშნული ტერმინი მიუღებელია პაციენტსა და ექიმს შორის საუბრის დროს. უროლოგებმა, სექსოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა საბოლოოდ უარი თქვეს ამ ტერმინის გამოყენებაზე

_ არსებობს თუ არა ამ პრობლემის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში?

_ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების სამედიცინო კულტურა უფრო ამაღლებულია და ამ პრობლემის გამო ადრინდელთან შედარებით ახლა უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს, საქართველოში სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სამაგიეროდ, შემიძლია გაგაცნოთ ამერიკელი უროლოგების კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვითაც ერექციული დისფუნქცია ამა თუ იმ ფორმით 30 მილიონ ამერიკელს აღენიშნება. ეს მამაკაცთა ნახევარია.

_ სქესობრივი კონტაქტის როგორი სიხშირე შეიძლება ჩაითვალოს ნორმად და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პოტენციურმა პაციენტმა ექიმს?

_ ურთიერთობის სიხშირე მინიმუმ კვირაში ორჯერ უნდა იყოს. ერექციულ დისფუნქციამდე არარეგულარულ ურთიერთობასაც მივყავართ. იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ცხოვრების ხანგრძლივობა და ხარისხიც, პოტენციური პაციენტები დროულად მიდიან ექიმთან. საქართველოში ეს პრობლემა ჯერ კიდევ ,,დელიკატურად’’ ითვლება და სირცხვილთან ასოცირდება, რის გამოც პაციენტი ექიმთან ვერ მიდის. არადა, ჯანმრთელმა მამაკაცმაც კი პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ ანალიზების სრული სპექტრი უნდა ჩაიტაროს.

- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება მამაკაცმა?

სექსუალური დისფუნქციის სიმპტომებია: ერექციული დისფუნქცია (ასოს სიმაგრის შესუსტება), ნაადრევი ეაკულაცია (როდესაც სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა ორ წუთზე ნაკლებია).

_ რა შეიძლება მივიჩნიოთ ამ დაავადების გამომწვევ, მაპროვოცირებელ მიზეზად?

_ ნორმალური ერექციული ფუნქცია _ ეს არის ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, სისხლძარღვოვანი და ჰორმონალური ფაქტორების კოორდინაცია. ამ ფაქტორებში ერთ ან მეტ დარღვევას ერექციულ დისფუნქციამდე მივყავართ.

_ ვინ და რა კატეგორიის ადამიანები შედიან რისკ-ჯგუფში?

_ რისკ-ფაქტორებიდან პირველ ადგილზეა შაქრიანი დიაბეტი (50%). შემდეგ მოდის: გულის უკმარისობა, ასაკი, სიმსუქნე, არარეგულარული ურთიერთობა, საგულე პრეპარატები და ფსიქოტროპული პრეპარატები.

_ არსებობს თუ არა ერექციული დისფუნქციის განვითარებისგან თავის დასაცავად პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციები?

_ ეს გახლავთ: სპორტული და ჯანსაღი ცხოვრება. უარი თქვით ან შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა, განსაკუთრებით, თამბაქოს რაოდენობა. უნდა გქონდეთ რეგულარული ურთიერთობა. გააკონტროლეთ სტრესი და შეინარჩუნეთ იდეალური წონა. ეს ყველაფერი პრობლემას გარკვეულწილად აგაცილებთ თავიდან. და თუ პრობლემამ მაინც იჩინა თავი, მეტად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს.

_ და ბოლოს, რეზიუმესთვის, რას ურჩევდით ამ პრობლემით შეწუხებულ ადამიანებსა და მათ ახლობლებს?

_ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება ტყუილად იტანჯებოდეს. ერექციული დისფუნქციის დროს ორი წლის შემდეგ ყალიბდება ეგრეთ წოდებული ,,ქვრივის სინდრომი’’, რომლის დროსაც მამაკაცი ინტერესს კარგავს სექსის მიმართ. სქესობრივი ცხოვრების გარეშე ,სიამოვნებასაც რომ თავი დავანებოთ, მომავალში გულის უკმარისობის განვითარების დიდი შანსი არსებობს. ასე რომ, ჯობს, დროულად მიმართოთ ექიმს. მამაკაცის სქესობრივი ჯანმრთელობა ხომ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და ზოგადად ჯანმრთელობაზე.


ნუ გადადებთ!!!


დარეკეთ და ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე!!!
2 29 47 47

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO