რა დაავადებაა ქლამიდიოზი და როგორ დავიცვათ თავი

ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, მას მიკროორგანიზმი ქლამიდია იწვევს. ეს ბაქტერია ინტრაცელულარული ობლიგატური პარაზიტია,  იწვევს, როგორც სასქესო ორგანოების, ასევე თვალების დაავადებას, ქლამიდიით ინფიცირდებიან მხოლოდ ადამიანები და მას სხვა რეზერვუარი არ ჰყავს.  ქლამიდიოზით ინფიცირება შეაძლებელია ვაგინალური, ორალური და ანალური სექსით. აგრეთვე ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ახალშობილში მშობიარობის დროს დედის სასქესო არხში გავლისას.  

 კაცებში ქლამიდია,როგორც წესი, სიმპტომებით მიმდინარეობს, ახასიათებს თეთრი გამონადენი პენისიდან, შეიძლება გამოხატული იყოს ტკივილი მოშარდვის დროს.  ქლამიდია მკურნალობის გარეშე შეიძება გავრცელდეს სასქესო სისტემის ზედა ნაწილებში. კაცებში იწვევს ეპიდიდიმიტს (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება).

ქალებს დაავადებისას აღენიშნებათ:

გამონადენი საშოდან - ლორწოვანი ან ლორწოვან - ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნის და მოყვითალო ფერის; შარდვისას არცთუ ისე ძლიერი ტკივილი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებში, ქავილი და წვა; მუცლის ქვედა არის ტკივილი; თეთრად შლის გაძლიერება მენსტრუაციის წინ, მცირე სისხლდენები; ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება, რაც ინტოქსიკაციის შედეგია.  

დაავადების დროული დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ამასტანავე, ქლამიდიებს შეუძლიათ „დამალვა“, ამიტომ ყველაფერს მათგან თავის დაცვა სჯობს, საკმარისია, ერთი და მუდმივი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, შემთხვევითი კონტაქტისას კონტრაცეფციის - პრეზერვატივის გამოყენება. მკურნალობა ორივე პარტნიორს ერთდროულად უტარდება. ამ პერიოდში აკრძალულია დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში საჭიროა საკონტროლო იმუნოლოგიური სინჯების ჩატარება.

  ქლამიდიის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით :

1.      აზითრომიცინი

2.      დოქსიციკლინი

3.      ტეტრაციკლინი

4.      ერითრომიცინი  ( ექიმის დანიშნული დოზებით)


 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO