სტატიები
გულის შეტევის შემთხვევები ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ის ქალებსაც ემართებათ და მამაკაცებსაც. განსხვავება ისაა, რომ ქალები გულის შეტევის სიმპტომები სუსტად ვლინდება. ამიტომ, ქალებში ამ დაავადების წინასწარ განჭვრეტა, მამაკაცებთან შედარებით, რთულია. ზოგიერთი სიმპტომი მხოლოდ დროებით ჩნდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალს მიაქციოთ ყურადღება. სუნთქვის გაძნელების შეგრძნება. თუ რეალურად სუნთქვის პრობლემები არ გაქვთ და არც ადრე გქონიათ, ეს შეიძლება გულს უკავშირდებოდეს. გარდა ამი
სუპერმარკეტებში უამრავი პროდუქციაა. ხშირად ისინი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებიან, რომ რთულია ყიდვისგან თავი შეიკავო. თუმცა, ზოგიერთი პროდუქტი თავისი შემადგენლობის გამო რამდენიმე ქვეყანაში აკრძალეს კიდეც. მაგალითად, ,,ქინდერ სიურპრიზი’’ აშშ-ში 1938 წლიდან აკრძალული იყო. მთავრობის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ ეს პატარა შოკოლადის კვერცხი ისეთ ელემენტებს შეიცავდა, რაც ადამიანს, განსაკუთრებით, ბავშვს,საფრთხეს უქმნიდა. ,,ქინდერ სიურპრიზმა’’ სულ ხუთიოდე წლის წინ მოახ
საშობაო არდადეგები იდეალური დროა დასასვენებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. თუმცა, შესაძლოა, ავადმყოფობამ ყველაფერი გააფუჭოს. ამ სადღესასწაულო განწყობის ფონზე სიცხე, სურდო ან სხვა პრობლემა ნებისმიერ ადამიანს დისკომფორტს შეუქმნის. გრძნობთ, რომ ავად ხდებით? როგორ უნდა მოიქცეთ რომ ავადმყოფობას ზამთრის სეზონზე თავი აარიდოთ? უპირველეს ყოვლისა, ამ პერიოდში ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებულია და ორგანიზმს ძალიან უჭირს ზამთრის სიცივეთან და ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა. ზამთარში,&n
სტრესის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე ძალიან დიდია. ამას ადამიანები იშვიათად ამჩნევენ. სტრესს შეუძლია ორგანიზმში სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. მაგალითად: კანის დაავადებები ფსორიაზი, აკნე და სხვა დაავადებები შესაძლოა სწორედ თქვენი სტრესის ბრალი იყოს. მეცნერებმა სტუდენტებს შორის ჩატარებული კვლევებით დაადგინეს პირდაპირი კავშირი სტრესსა და კანის პრობლემებს შორის. იგივე ექსპერიმენტი გამოიღო თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმაც. სტრესის ქვეშ მყოფები უფრო მგრძნობიარეები იყვნენ კანი ინფექციებისა
დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა საკმაოდ რთულია. უამრავ ადამიანს აწუხებს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, არასაკმარისი ძილი, არასრულყოფილი კვება, სტრესული სამუშაო  გარემო და სხვა ფაქტორები, რომლებიც მთელ რიგ დაავადებებს განაპირობებენ.  მამაკაცური დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული პროსტატის ანთება და პროსტატიტია. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ის თითქმის შეუმჩნევლად პროგრესირდება. 40 წლის ასაკის ზევით ამ დაავადებების გაჩენის ალბათობა ორჯერ იზრდება. მამაკაცუ
ქართველების კვების რაციონში პური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ადამიანების დიდ ნაწილს ამ პროდუქტის გარეშე არ შეუძლია. დღეს უამრავი სახეობის პური ცხვება და არჩევანიც დიდია. რამდენად სასარგებლოა პური ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ხორბლის შემადგენლობაში შედის А, Е, F, В ჯგუფის   ვიტამინები და სხვა მინერალები, რაც ორგანიზმს ესაჭიროება. თუმცა, შესაძლოა, ეს სასარგებლო ნივთიერებები დამუშავების შემდეგ პურის შემადგენლობაში აღარც დარჩეს. განსაკუთრებით, ეს ეხება უმაღლესი ხარისხის თეთრ პურს, რომელ
ენდომეტრიოზი მდგომარეობაა, როდესაც საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის მსგავსი თვისებების მქონე ქსოვილი იზრდება. ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსია, რომელიც ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს, ჩამოიფცქვნება.  ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში, პერიტონეუმზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში და ა.შ. ამ უჯრედებს შეუძლიათ სხვადასხვა ორგანოს ზიანი მიაყენონ. ამიტომ, ენდომეტიოზის სწრაფად აღმოჩენას და მკურნალობი
პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO