სტატიები
გინახავთ გამხდარი,  მოხდენილი ადამიანი მოსუქებული მუცლით? დიახ, ეს მართლაც არაესთეტიური სურათია. რა იწვევს ცხიმის დაგროვებას მუცლის არეში? ეს მხოლოდ გენეტიკაა თუ შესაძლებელია მასთან გამკლავება? საერთოდ, გენეტიკას უმნიშვნელოვანესი ყურადღება ეთმობა. თუმცა, არ არსებობს ადამიანი ვინც სურვილის შემთხვევაში მუცლის ცხიმის მოშორებას ვერ მოახერხებს. თუ თქვენ ვარჯიშობთ და კვებაშიც ცვლილებები შეიტანეთ და შედეგი მაინც არ გაქვთ, ე.ი. შეცდომას სხვაგან უშვებთ. არსებობს პროდუქტები, რომლებიც უშუალოდ მ
აკნე  თმის ფოლიკულებისა და მათთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარების დაბინძურებაა გარქოვანებული უჯრედებითა და ნადებით, რასაც მათი შემდგომი ინფიცირება და ანთებითი პროცესი მოყვება. სიმპტომები ყველასათვის კარგადაა ცნობილი: ექსუდაციური და ჩირქოვანი გამონაყარი, მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაში. აკნეს განვითარების მექანიზმში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის კერატიზაციის (გარქოვანების) პროცესის დარღვევას ფოლიკულის არხში, შემდგომში კი იქ ბაქტერიული ფლორის გამრავლებას. აღნიშნული მიკრ
გაზიანი სასმელები ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ მის მავნებლობაზე ბევრს საუბრობენ, ის წარმატებით იყიდება ყველგან. განსაკუთრებით, სწრაფი კვების ობიექტებში. ისინი ორგანიზმს მართლაც სერიოზულ ზიანს აყენებენ. რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როდესაც გაზიან სასმელებს ყოველდღიურად მიირთმევთ? ვიტამინების დეფიციტი სასმელში შემავალი ფოსფორის მჟავა კოფეინთან ერთად დაბერების ეფექტს გვაძლევს. ის ვიტამინებისგან რეცხავს ორგანიზმს. ეს პროცესი სასმლის მიღებიდან 60 წუთის შემდეგ იწყებ
ტკივილი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც სხვადასხვა დაავადების არსებობას გვანიშნებს. ტკივილი მუცლის არეში ყველა ქალისთვის ნაცნობია. გარდა გინეკოლოგიური დაავადებისა, ეს დისკომფორტი მენსტრუაციის დროსაც ხშირად იჩენს თავს. ტკივილი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მენსტრუალური ტკივილი ხშირად უმნიშვნელოა და პაციენტის განწყობასა და ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს. ზოგ შემთხვევაში კი ტკივილი აუტანელია. ეს არასასიამოვნო შეგრძნება პაციენტის ემოციურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს, რაც ნე
სასქესო ორგანოების ქავილი ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო და უხერხული სიმპტომია. ვაგინალური ქავილი ბევრი ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა. ის დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. ეს სიმპტომი შეიძლება როგორც სოკოვანი დაავადების, ისე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის მანიშნებელიც იყოს. თავდაპირველად უნდა გამოირიცხოს უფრო სერიოზული მიზეზები: ტრიქომონიაზი, სქესობრვი გზით გადამდები დაავადებებიდა სხვა, რომლებიც ძლიერ ანტიბიოტიკურ მკურნალობას საჭიროებენ. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ის კიბოს საწყისი სი
საწოლი საუკეთესო საშუალებაა დამღლელი დღის შემდეგ დასასვენებლად და ძალების აღსადგენად. თუმცა, არის მომენტები, როდესაც დასვენებას მაინც ვერ ახერხებთ და გამოუძინებელს გეღვიძებათ. თუ საწოლში მოუსვენრობა და ქავილი გაწუხებთ, შესაძლოა, ეს საწოლის ბაღლინჭოს (bedbug) გამო იყოს გამოწვეული. ისინი  არა მხოლოდ საწოლში, არამედ მთელი დღის განმავლობაში იწვევენ ქავილს და გაღიზიანებას. ბევრი ამ საკითხს არასერიოზულად უდგება, თუმცა ეს ხუმრობა არაა და პატარა მწერები მართლაც იმაზე მეტ საძინებელში არსებობე
ალერგია გაცილებით აქტუალური პრობლემაა გაზაფხული-შემოდგომის დროს.  გაზაფხულთან შედარებით ალერგიას შემოდგომაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თვალების ქავილი, ხველა და  ა.შ. ხშირად ზუსტად შემოდგომის ალერგიის ბრალია. შემოდგომით ხეებიდან და ბუჩქებიდან გავრცელებული მტვერი ბევრ ადამიანში ცრემლდენას იწვევს. შეიძლება ამასთან დაერთოს ცემინება ან გამონადენი ცხვირიდან. ზოგიერთ სიმპტომს ალერგიის ნიშნად არც თვლიან და უყურადღებოდ ტოვებენ. თუმცა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ორგანიზმი ალერგიული ფაქტორების მიმარ
პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO