ელოსის ლაზერული ეპილაცია

თბილისი

ელოსის ახალი ტექნოლოგიები ლაზერულ ეპილაციაში

лазерная эпиляция

 

უკვე დიდი ხანია დავიწყებას მიეცა ის დრო, როდესაც ქალები პრაქტიკულად არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ არასასურველ თმას მათ სხეულზე. თანამედროვე ლამაზმანებს ესმით, რომ გლუვი და სუფთა კანი არა მარტო სილამაზესა და მიმზიდველობას სძენს, არამედ, ასევე მათი აკურატულობის, სისუფთავის, საკუთარ თავზე ზრუნვის სიგნალს აძლევს მათ გარშემომყოფთ. ამიტომ, ჭარბთმიანობასთან ბრძოლას უამრავი დრო, ძალა და სახსრები სჭირდება. ამ დროს გამოიყენება მალამოები, კრემები, ცხელი ცვილი, სამართებლები, დეპილატორები.... მაგრამ, ასეთი მეთოდების შედეგები ხშირად არც თუ ისე სასიამოვნოა – ჭრილობები, დამწვრობები, ტკივილი; თმები კი, ასეთი ძალისხმევის მიუხედავად, მხოლოდ რამდენიმე ხნით ქრება. კლინიკა “ოქსფორდ მედიქალი” არასასურველი თმის მოცილების სრულიად განსხვავებულ მეთოდს, ინოვაციურ ლაზერულ ეპილაციას (“ელოსი”) გთავაზობთ, რომელიც ტარდება შყნერონ კომპანიის ეMახ და ეLიგჰტ სისტემების მეშვეობით.

 

ელოს (“ელოს”) ეპილაცია – ეს არის სხეულის ნებისმიერ უბანზე არსებული თმის საფარის სამუდამოდ და უმტკივნეულოდ მოცილების ერთადერთი მეთოდი! ეს მეთოდი თმის მოცილების ყველაზე კომფორტულ, უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში!

 

რა არის და როგორ მუშაობს ლაზერული ეპილაცია?

 

აბრევიატურა «ელოს» იშიფრება, როგორც “ელექტრო-ოპტიკური სინერგია”, ანუ, სინათლის ენერგიისა და “სასარგებლო” ელექტროდენის ერთობლივი ზემოქმედება. პროცედურის პროცესში, სინათლის მაღალი სიხშირის იმპულსი და დენი, ხვდება რა კანს, აღწევს მის ზედაპირულ შრეებში არსებულ ფოლიკულებამდე, რომლებიც, გარე ენერგიის ზემოქმედების შედეგად, დესტრუქციას განიცდიან აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. აპარატები, რომლებითაც ჩვეულებრივი ლაზერული ეპილაცია ტარდება, ეფუძნება ენერგიის მხოლოდ ერთ სახეობას, მაშინ, როდესაც ლაზერული ეპილაცია “ელოსი” აერთიანებს ენერგიის ორ სახეობას, რაც მას უფრო მეტად ეფექტურს ხდის..

 

 

რით განსხვავდება “ელოსის” ტექნოლოგია ეპილაციის სხვა სახეობებისგან?

  • ცვილისა და ელექტრო დეპილაციისგან განსხვავებით, ელოს-ეპილაციის სეანსები მიმდინარეობს სწრაფად და პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, თმები კი, მათ შორის ღია ფერის თმა და ღინღლი, სამუდამოდ ქრება;
  • ლაზერული ელოს-ეპილაცია სრულად ანადგურებს თმის ფოლიკულს, მაშინ, როდესაც ფოტოეპილაციის შემდეგ თმის ფოლიკული, როგორც წესი, არ კვდება და მოქმედებას პროცედურიდან 1,5 – 2 წლის შემდეგ კვლავ იწყებს;
  • ელოს-ეპილაცია, ლაზერული ეპილაციის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ცნობს თმის ფოლიკულს და მხოლოდ მასზე ზემოქმედებს, იცავს რა კანის საფარს დაზიანებისგან.
     

რა უპირატესობებს ფლობს ლაზერული ელოს-ეპილაცია?

  • ელოს-ეპილაცია ქმნის ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, თეთრი, ჭაღარა და “ღინღლი” თმის მოცილების შესაძლებლობას;
  • პროცედურა ორგანიზმისთვის უსაფრთხოა, მასში გამოყენებულია “სასარგებლო სინათლე” და “სასარგებლო დენი”;
  • პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა (იღლიისქვეშ და “ბიკინი” ზონაშიც კი). ელოს-ეპილაციის უმტკივნეულობას უზრუნველყოფს ელექტროდენისა და სინათლის ენერგიის კომბინაცია. პაციენტების მხოლოდ მცირედი ნაწილი თუ იგრძნობს კონტაქტის ადგილას მსუბუქ ჩხვლეტას ან სითბოს;
  • ელოს-ეპილაციის შემდეგ შეიძლება გარუჯვაც და ზღვაში ბანაობაც;
  • ელოს-ტექნოლოგია არასასურველი თმის მოცილების შესაძლებლობას ქმნის ყოველგვარი გართულების: დამწვრობის, იარების, სიწითლის, კანის ბუნებრივი პიგმენტის დაკარგვის გარეშე, რადგან ეპილაციის დროს კანი იფარება სპეციალური შედგენილობის გელით;
  • ელოს-ეპილაცია “შეთავსებით” აუმჯობესებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, რომლებიც კანს ანმტკიცებენ და სილამაზესა და სიჯანსაღეს სძენენ მას.

როგორ ტარდება ელოს-ეპილაცია “ოქსფორდ მედიქალის” კლინიკაში?

 

ლაზერული ელოს-ეპილაციის სეანსამდე “ოქსფორდ მედიქალის” გამოცდილი ექიმი-დერმაკოსმეტოლოგი დაწვრილებით ინფორმაციას აგროვებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი კანის ტიპის, თმის ფერის და ა.შ. შესახებ, რადგან ელოს-პროცედურების შედეგი დამოკიდებულია თმის სიუხეშეზე,  კანის ტიპზე, ფერზე, მისი ზედაპირული შრის სისქეზე.


მიღებაზე, პაციენტი ჯდება კომფორტულ სავარძელზე, იკეთებს მუქ სათვალეს და პროცედურა იწყება. ზემოქმედების ზონის მიხედვით, პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთიდან 2 საათამდე. ამ დროს პაციენტს შეუძლია მოდუნდეს, მოუსმინოს მუსიკას ან ვიდეოფილმს უყუროს. პროცედურა სრულდება გელის ჩამობანვით.

რომელი აპარატები გამოიყენება ეპილაციისათვის?

ლაზერული ეპილაცია კიევში და “ოქსფორდ მედიქალის” კლინიკის სხვა ფილიალებში ტარდება ეMახ აპარატით, IPL ეპილაცია – ELIGHT აპარატით.

რა დროში დავემშვიდობები სამუდამოდ არასასურველ თმებს ლაზერული ელოს-ეპილაციის მეშვეობით?

 

მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობი ეფექტი ელოს-ეპილაციის პირველივე სეანსის შემდეგ იქნება მიღწეული, თმის სამუდამოდ მოცილებისთვის, როგორც წესი, აუცილებელია 4 – 8 პროცედურა, 4 – 6 კვირიანი ინტერვალებით.

 

ელოს-ეპილაციის არაერთჯერადი სეანსის ჩატარების აუცილებლობა იმაში მდგომარეობს, რომ გამოსხივება მოქმედებს მხოლოდ “აქტივირებულ” თმის ფოლიკულებზე, ანუ ზრდის ეტაპზე მყოფ თმებზე. პირველი ეპილაციის დროს კი თმის ფოლიკულების ნაწილი, როგორც წესი, სიმშვიდის სტადიაშია – მასზე არ მოქმედებს ელოსის ენერგია. ერთ სეანსზე განადგურებას ექვემდებარება თმის ფოლიკულების 15%, რასაც თან სდევს თმის ზრდის სრული შეწყვეტა კანის მოცემულ უბანზე.


საჭიროა გარკვეული პერიოდის გავლა, რათა თმის შემდგომი გენერაცია ზრდის ფაზაში შევიდეს – ამ დროს მათი მოცილება სირთულეს არ წარმოადგენს. ამგვარად, ელოს-პროცედურების სიხშირე 1,5 – 2 თვეში საშუალოდ ერთს შეადგენს. Mმთელი კურსი მოიცავს 4 – 8 სეანსს, რომლის განმავლობაში თმის სრული მოცილება მიიღწევა.

როგორ მოვემზადო ელოს-ეპილაციის პროცედურისთვის?

 

Пლაზერული ელოს-ეპილაციის პროცედურისათვის მომზადება არ საჭიროებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ძალისხმევას. ძირითადი მოთხოვნები: ელოს-ეპილაციის სეანსამდე ორი კვირა არ გაირუჯოთ სოლარიუმში და არ ჩაიტაროთ დეპილაცია. ეს აუცილებელის იმისთვის, რომ კოსმეტოლგიურ კაბინეტში მოსვლამდე თმა დაახლოებით 1 - 2 მმ-ით გაიზარდოს.

 

რა უკუჩვენებები აქვს ელოს-ეპილაციას?

 

ელოს-ეპილაცია პრაქტიკულად გამორიცხავს პროცედურების ჩატარების უკუჩვენებებს, გამონაკლისია მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებები და ორსულობა. უკუჩვენებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ექიმთან კონსულტაციის დროს შეგიძლიათ.

 

ელოს-ეპილაცია. გამოხმაურებები.

  • “არასასურველ თმებთან ბრძოლაში უამრავ საშუალებებს ვიყენებდი. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა ეფექტური. დეპილატორების შემდეგ ბევრი ჩაბრუნებული თმა რჩებოდა, სამართებლის შემდეგ – თმებიო კიდევ უფრო ინტენსიურად იზრდებოდა, ფოტოეპილაციის სეანსის შემდეგ დამწვრობები დამრჩა, რადგან ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს. მეგობარმა გოგონამ ელოს-ეპილაცია მირჩია. ეს სწორედ ის აღმოჩნდა, რასაც ველოდი. ძალიან კმაყოფილი ვარ. პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. უკვე 4 სეანსი ჩავიტარე “ბიკინის” ზონაში, თმები აღარ მეზრდება. ახლა იღლიებში ვაპირებ ეპილაციის გაკეთებას.” – ირინა.
  • “ძალიან მომეწონა ის, რომ ეპილაციის შემდეგ არ მქონდა არც წვა, არც სიწითლე, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არასასურველი თმის მოცილებისას სხვა საშუალებებით. პირიქით, კანი ბევრად უფრო ნაზი და გლუვი გახდა პროცედურის შემდეგ”, - სვეტლანა.
  • “ელოს-ეპილაციის სრული კურსი გავიარე და ახლა აღარც კი მახსენდება არასასურველი თმების პრობლემა. ძალიან მომეწონა ის, რომ პრაქტიკულად უმტკივნეულოდ შეიძლება არასასურველი თმების სამუდამოდ მოშორება”, - კირა.
    ეს გამოხმაურებები ელოს-ეპილაციის შესახებ პროცედურის ეფექტურობასა და საიმედოობას ადასტურებს.

ლაზერული ელოს-ეპილაცია.

ფასები:
ელოს-ეპილაციის
ფასების შესახებ ინფორმაციას შეიტყობთ უახლოეს ფილიალში დარეკვისა და უფასო კონსულტაციაზე ჩაწერის შემდგომ.

 

მანამდე:
შემდეგ:


 

 

 
განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved