ესტეთიური მედიცინა

თბილისი

სახის კონტურუილი პლასტიკა, ინექციები

Ботокс

შეიძლება თუ არა სახის ფორმის შეცვლა პლასტიკური ქირურგიის გარეშე?

 

დიახ, დღეს მედიცინა ისე განვითარდა, რომ ქმნის სახის ფორმის არა მარტო შესწორების, არამედ, ასევე, კორექციის შესაძლებლობასაც. სახის კოსმეტოლოგიური კორექცია გიალურონის მჟავის ინიექციების მეშვეობით.


ნაოჭების გასწორების, ტუჩების გადიდების, სახის ლიფტინგის, ცხვირის წვერის, ნიკაპის, ღაწვების, ტუჩების და სხვ. ფორმის შეცვლის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს პრეპარატები, რომლებიც დამზადებულია გიალურონის მჟავის საფუძვლად.

გიალურონის მჟავის უნარი, მის ირგვლივ წყლის მოლეკულები შეაკავოს, კანს სძენს სიმკვრივეს, ელასტიურობას, ტენიანობას და არაჩვეულებრივ ფერს.

 

“ოქსფორდ მედიქალის” კლინიკაში გამოყენებული გიალურონის მჟავის ყველა პრეპარატი დამზადებულია ადამიანის ქსოვილებთან აბსოლუტურად თავსებადი, სტაბილიზებული, არაცხოველური წარმოშობის გიალურონის მჟავის საფუძვლად, ამიტომ, ინიექციები არ იწვევს ალერგიას და გაღიზიანებას, არ მოითხოვს წინასწარ ტესტირებას “ტოლერანტობაზე”, გიალურონის მჟავის საფუძვლად დამზადებული გელები კი კანის მიერ აღიქმება, როგორც საკუთარი კომპონენტი. მაგალითად, პრეპარატი “რესტილაინი” ფართოდ გამოიყენება ტუჩების გასადიდებლად, რაც სახის კორექციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობას წარმოადგენს.

 

სახის ინიექციური კორექციის დროს გიალურონის მჟავის გამოყენებისას მიმიკური ნაოჭები და ნაკეცები კანზე სწრაფად და უმტკივნეულოდ ქრება, ხდება სახის ლიფტინგი. გიალურონის მჟავის შეყვანა ტუჩებში ხელს უწყობს მათი მოცულობის გადიდებას.

“ოქსფორდ მედიქალის” კლინიკაში შემოგთავაზებენ პროცედურების ფართო არჩევანს, რომლებიც ტარდება გიალურონის მჟავის საფუძვლად დამზადებული პრეპარატებით (“რესტილაინი”, “იუვიდერმი”, “სურჟიდერმი”, “თეოსიალი”). თქვენი სილამაზისათვის, ასევე, შემოგთავაზებენ მეზოთერაპიას გიალურონის მჟავით – ინიექციების სერია სიღრმეში. გიალურონის მჟავის თვისებები კანს სიმკვრივესა და ჯანმრთელ ფერს სძენს. ინიექციების მეშვეობით ქრება წვრილი ნაოჭების ქსელი, სწორდება ღრმა ნაოჭები, ტუჩების მოცულობა იზრდება და სახის კონტურები იცვლება.

 

როდის დგება ეფექტი ინიექციის შემდეგ?

 

გიალურონის მჟავით გაახალგაზრდავების ეფექტი დგება სახის კონტურული პლასტიკის პროცედურის დასრულებისთანავე. კონტურული ინიექციური პლასტიკის პროცედურის ხანგრძლივობა 30 წუთს არ აღემატება. ბიოდეგრადაციული პრეპარატები, რომლებიც დამზადებულია გიალურონის მჟავის საფუძვლად, უაღრესად უსაფრთხოა: არ აფერხებს ჟანგბადის, ჰორმონებისა და სხვა მიკროელემენტების ტრანსპორტირებას და არაფრით არ არღვევს კანის ფუნქციებს.

გიალურონის მჟავის მოქმედება, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე თვიდან 2 წლამდე. დროთა განმავლობაში, ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გიალურონის მჟავის პრეპარატები ორგანიზმში ნახშირორჟანგამდე და წყლამდე იშლება.

თუ სახის ფორმის კორექცია ან ტუჩების პლასტიკა გსურთ გიალურონის მჟავით, “ოქსფორდ მედიქალის” კლინიკის სპეციალისტები სიხარულით დაგეხმარებიან. თქვენთვის ინდივიდუალურად შეარჩევენ პროცედურებს, კანის ტიპის, მისი მოთხოვნების, ინიექციების რაოდენობის გათვალისწინებით. ყველა მანიპულაცია სწრაფად და უმტკივნეულოდ ტარდება, შედეგს კი პროცედურის დასრულებისთანავე იხილავთ!!!

 

სახის კონტურული პლასტიკის მეთოდის გამოყენება შეიძლება დამოუკიდებლად, ან ცენტრში წარმოდგენილ სხვა მეთოდიკებთან ერთად:

  1. “ბოტოქსის” ან “დისპორტის” ინიექციები – არაჩვეულებრივი საშუალება მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ;
  2. ელოს-გაახალგაზრდავება ქმნის არა მარტო ნაოჭებისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, არამედ, ასევე, ხელს უწყობს პიგმენტაციისგან, გაფართოებული ფორებისგან, კუპეროზისგან გათავისუფლებას და იწვევს კანის მიერ საკუთარი კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას.
    “ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკაში კოსმეტოლოგის უფასო კონსულტაციაზე დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ კონტურული პლასტიკის შესახებ.

 

“ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკაში კოსმეტოლოგის უფასო კონსულტაციაზე დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ კონტურული პლასტიკის შესახებ.


 

 

განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved