ესთეტიური მედიცინა

თბილისი

კოსმეტოლოგია

ესთეთიკური მედიცინა

 

ესთეტიური და ასაკის საწინააღმდეგო მედიცინა ერთ ადგილზე არ ჩერდება: სწავლულები მუდმივად ქმნიან სულ უფრო და უფრო ეფექტურ ანტი-აგე საშუალებებს, ცელულიტთან, ჭარბ წონასთან, პიგმენტაციასთან ბრძოლის მეთოდებს. ამასთან ერთად, სამედიცინო კლინიკა “ოქსფორდ მედიქალი” თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის სრული ჰარმონიის საიდუმლოს გაგიხსნით.

 

ესთეტიური მედიცინის სპეციალისტების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბრძოლა კანის “ჭკნობასთან”. დაბერება – ორგანიზმის ბუნებრივი პროცესია, რომლის შეჩერება, ჩვენდა სამწუხაროდ, შეუძლებელია. კანი შედგება ზედაპირული ფენის, ეპიდერმისისა და დერმისგან, რომელიც ეპიდერმისის ქვეშ მდებარეობს და შეიცავს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოებს. სწორედ ეს ბოჭკოები აგებენ პასუხს კანის სიგლუვესა და ახალგაზრდობაზე. ასაკის მატებასთან ერთად დერმა თხელდება, კოლაგენის ბოჭკოები კი ირღვევა და სიმკვრივეს კარგავს, შედეგად – კანი ბერდება.

 

“ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკების ქსელი გთავაზობთ ნაოჭების მოცილების ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდს აპარატული კოსმეტოლოგიის, კერძოდ, შყნერონ ფირმის ე-Mახ აპარატის მეშვეობით, რომელსაც საფუძვლად უდევს ელოსის ტექნოლოგია. მათი ეფექტი აბსოლუტურად თანაზომადია ქირურგიული ოპერაციებისა. ამასთან, ელოსის ტექნოლოგია დაგეხმარებათ, სამუდამოდ დაივიწყოთ აკნეს, პიგმენტაციის, კუპეროზის, სტრიების, იარების და კანის სხვა დეფექტების შესახებ. ელოსის ეპილაცია გთავაზობთ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე თმის 100% მოცილებას, პროცედურა უმტკივნეულოა, არ ტოვებს კანზე სიწითლეს და არ მოითხოვს სპეციალურ მოვლას პროცედურის შემდეგ. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ, მაგალითად ლაზერული ეპილაციისგან განსხვავებით, ელოსის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ყველა ტიპის თმის, მათ შორის ღინღლის, ჭაღარა და ღია ფერის თმის მოცილებას.

 

მეორე ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომლითაც პაციენტები მოგვმართავენ, არის უკმაყოფილება საკუთარი ფორმებით, ცელულიტი, ზედმეტი ნაკეცები მუცელსა და თეძოებზე, ორმაგი ნიკაპი. ამ შემთხვევაში სამუშაო ბევრია, მაგრამ ყველა ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრება Vელა სჰაპე აპარატით ტანის კორექციისა და ცელულიტის მკურნალობის პროცედურებით. დღეს Vელა შჰაპე – ეს არის ერთადერთი აპარატი, რომლის შედეგები შეიძლება ლიპოსაქცია+ლიფტინგის შემდგომ შედეგებს გავუთანაბროთ. რამდენადაც ვერც მანუალური, ვერც გორგოლაჭებიანი მასაჟი ვერ დაჭიმავს კანს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ წელავს მას, აზიანებს რა სისხლძარღვებს და ტოვებს რა ჰემატომებს და ანთებით პროცესებს კანქვეშ. Vელა შჰაპე – ეს არა მარტო თქვენი გლუვი კანის, არამედ ასევე შესანიშნავი მდგომარეობისა და შთამბეჭდავი ტანის გარანტიაა.

 

აპარატული კოსმეტოლოგიის გარდა “ოქსფორდ მედიქალის” კლინიკის ბაზაზე ყველაფერია, რაც აუცილებელია ინიექციური პროცედურების ჩასატარებლად.

ცელულიტისა და ზედმეტი კანქვეშა ცხიმისაგან გათავისუფლება შესაძლებელია მეზოთერაპიის პროცედურის მეშვეობით. სპეციალური ლიპოლიზურ კოქტეილს გააჩნია ლიმფოდრენაჟული ეფექტი, უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და ელასტიურობას! მოცულობები ძალიან სწრაფად მცირდება, რაც პაციენტებისათვის ესოდენ სასურველია. მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და ბიოარმირება – ძალიან ეფექტურია კანის დაბერებისას, სიმკვრივის დაკარგვისას, დაჭიმულობის ან სიმშრალის დროს. ეს არის კანისათვის ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერების უზრუნველყოფის მაქსიმალურად სწრაფი მეთოდი, რადგან ჩვეულებრივ კოსმეტიკურ საშუალებებს არ ძალუძთ მოქმედება საჭირო სიღრმეზე.

 

ბოტულოტოქსინი, რომელიც შედის ისეთი სავაჭრო ნიშნების შემადგენლობაში, როგორიცაა ბოტოქსი და დისპორტი, დაგეხმარებათ პირველი ნაოჭების გაქრობაში და სახის ოვალის ლიფტინგში, ასევე, ისეთი პრობლემისგან გათავისუფლებაში, როგორიცაა ჰიპერჰიდროზი – გაძლიერებული ოფლდენა. 

 

 

 

 

“ოქსფორდ მედიქალის” კლინიკის სპეციალისტების მიერ ამა თუ იმ ესთეტიკური ნაკლის კორექციისაკენ მიმართული პროგრამები გულისხმობს რამდენიმე მეთოდის გამოყენებას ერთდროულად, ან თანმიმდევრობით. ამ მეთოდებს განეკუთვნება აპარატული კოსმეტოლოგია, მეზოთერაპია და სხვა ინიექციური მეთოდები, მასაჟი, კოსმეტიკური მოვლა და სხვ. კომპლექსური ზემოქმედება ქმნის კანის სხვადასხვა დეფექტის კორექციის შესაძლებლობას, შედეგი კი ბევრად უფრო გამოხატული და მდგრადია.


 

 

 

 
განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved