გინეკოლოგიის განყოფილება

თბილისი

გინეკოლოგია

ქალის ჯანმრთელობა

ადრე თუ გვიან ყველა ქალის ორგანიზმში იწყება ტკივილები. ხშირად სუსტი სქესის წარმომადგენელი კლიმაქსის დაწყებას ვერ იგებს, თუმცა, უმიზეზოდ ღიზიანდება. კლიმაქსის პერიოდი ქალის ცხოვრებაში გარდაუვალია. ეს არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ არსებობს ნაადრევი კლიმაქსიც, რომელიც ქირურგიული ჩარევის, მაგალითად, საკვერცხის ამოღების შედეგად დგება. კლიმაქსი საშუალოდ 44 – 45 წლიდან იწყება და 2 ძირითად ეტაპად იყოფა:– პრემენოპაუზა და მენოპაუზა.

პრემენოპაუზა – პერიოდია რომელიც მკაფიოდ არ არის გამოხატული, კლინიკური სიმტომები. ამ დროს იცვლება ჰორმონალური ფონი, მცირდება საკვერცხეების ფუნქცია; ასევე მცირდება მენსტრუალური ციკლი და მისი სიხშირე, რაოდენობა, ხანგრძლივობა.

მენოპაუზის დროს მენსტრუალური ციკლი ქრება. ამ დროს ქალებში მომატებულია ოფლიანობა, ვლინდება ემოციური და ფიზიკური დარღვევები, შესამჩნევია თმიანობა სახეზე, ტკივილი სახსრებში, გახშირებულია გულისცემა, ჩნდება უმიზეზო შიშები, მომატებულია არტერიული წნევა. თუმცა კლიმაქსი არ ნიშნავს ქვეყნიერების დასასრულს. თუ ქალი მსგავსი სიმფტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართავს სპეციალისტს და მკურნალობას დაიწყებს, ყველა გართულებას თავიდან აიცილებს.

აუცილებელია პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევა და ინდივიდუალური შესწავლა. ამის შემდეგ კი გადავდივართ მკურნალობაზე. ჩვენს კლინიკაში არსებული თანამედროვე ტექნიკა სწრაფი და ეფექტური შედეგის მიღების საშუალებას იძლევა.



ქალური ბედნიერება თითოეული ჩვენგანისათვის შედარებით კონცეფციას წარმოადგენს. ის, რაც ერთ-ერთზე ახდენს შთაბეჭდილებას, არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენსაც ასე სურს. ყოველ ქალს, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, საკუთარი წარმოდგენა აქვს ბედნიერების შესახებ. მაგრამ, ამ კონცეფციის მრავალი მილიონი ღრმა და ტევადი ფორმულირებიდან არსებობს ერთი, რომელიც ყველა საუკუნეში ყველასთვის უცვლელი და იდენტური რჩება. ეს არის სიყვარული, ოჯახი და შვილები. ამიტომ, ქალის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობა, რომელიც პასუხისმგებელია ნაყოფის ჩასახვაზე, შენარჩუნებაზე და ჯანმრთელი ბავშვის შობაზე – მისი სასიცოცხლო კეთილდღეობის საწინდარია. სწორედ მეცნიერების ისეთი დარგი, როგორიც გინეკოლოგიაა, მოიცავს ქალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.


 

ამა თუ იმ ცნობილ კურორტზე დასვენების დაგეგმვისას, ძვირადღირებული საგნის შეძენისას, რესპექტაბელურ სასტუმროში ადგილის დაჯავშნისას, ავტომობილის შეძენისას, ჩვენთვის უცნობი დასახელების კერძის შეკვეთისას, ჩვენ გვსურს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი მოლოდინები 100%-ით გამართლდება. კმაყოფილები ვართ, როდესაც კომპანიის თანამშრომლები, კონსულტანტები, მაღაზიის გამყიდველები, მკაფიოდ და დროულად პასუხობენ ჩვენს შეკითხვებს, გვიხსნიან და დახმარებას გვიწევენ. თუ ყველა ამ იმედსა და მოთხოვნას მედიცინაზე გადავიტანთ, “ოქსფორდ მედიკალში” მიიღებთ ყველაფერს, რასაც ელით.


 

გინეკოლოგია არის ერთ-ერთი იმ ძირითადი მიმართულებებიდან, რომელშიც “ოქსფორდ მედიქალის” საერთაშორისო სამედიცინო კლინიკების ქსელი საკუთარ მომსახურეობებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკის სპეციალისტების მაღალი პროფესიონალიზმი ქმნის ლიდერობის შესაძლებლობას ქალური ჯანმრთელობის ყველა პრობლემის დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.


 

შეცდომით ითვლებოდა, რომ ნებისმიერი დაავადების განკურნება შეიძლებოდა დამოუკიდებლად, აფთიაქში შეძენილი რეკლამირებული პრეპარატის მეშვეობით. თვითმკურნალობა, მოჩვენებითი გაუმჯობესების მიუხედავად, შეიძლება სერიოზული გართულებებით დასრულდეს. კლინიკა “ოქსფორდ მედიქალი” გთავაზობთ შემოწმებას გამოცდილ პრაქტიკოს ექიმ-გინეკოლოგებთან. ნუ შეგეშინდებათ საექიმო შემოწმების – ჩვენი ექიმები დელიკატურად მოგცემენ რჩევებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო მომსახურეობის ევროპული დონე და თანამედროვე სამედიცინო აპარატურა არ მოგცემთ იმის მიზეზს, რომ ინანოთ ჩვენს კლინიკაში მოსვლა. გინეკოლოგიის განყოფილების სპეციალისტები, ასევე, ატარებენ ქალური დაავადებების დიაგნოსტიკას , კონსულტირებას და მკურნალობას.


 

მომსახურეობები:

  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – მცირე მენჯის ორგანოების, საშვილოსნოს მილების გამტარობის, სარძევე ჯირკვლების, შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • გინეკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა უახლესი მეთოდების მეშვეობით: ქალური ანთებითი დაავადებები, რძიანა, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, უშვილობა და სხვ.;
  • ინფექციური დაავადებების მკურნალობა;
  • ჰორმონალური დარღვევების მკურნალობა;
  • ორსულობის დიაგნოსტიკა და მისი რეკომენდაციები;
  • კონსულტაციები კონტრაცეფციასთან დაკავშირებით და მისი შერჩევა.

მკურნალობა ჩვენთან – უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საწინდარია. ეს აიხსნება არა მარტო ჩვენი სპეციალისტების კომპეტენტურობით, არამედ იმითაც, რომ ჩვენ თავად ვართ სამედიცინო მომსახურეობების მომხმარებლები და ხშირად ვართ სხვა მიმართულებების ექიმების პაციენტები. ამიტომ, როდესაც კარგი სპეციალისტის და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შესახებ ვსაუბრობთ, კარგად ვათვითცნობიერებთ, რას გთავაზობთ და რას ვაკეთებთ.


 

 

 

 

 

 

 

 
განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved