დერმატოლოგიის განყოფილება

თბილისი

ფსორიაზის მკურნალობა

ფსორიაზი (ქერცლიანი სირსველი) – კანის ქრონიკული დაავადება, რომლის შედეგად  ზიანდება კანის დიდი ფართობები, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ფრჩხილები და სახსრები. ფსორიაზს აქვს ქრონიკული და რეციდივული მიმდინარეობა, არ არის გადამდები. ფსორიაზი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. 

 

ფსორიაზის მიზეზები:

 

ფსორიაზის მიზეზები დღემდე ზუსტად არ არის გამოვლენილი. სტრესები, ინფექციური დაავადებები, გენეტიკური გადახრები, კანის ანთებები და სხვადასხვა ტრავმა, მავნე ჩვევები, ენდოკრინული დარღვევები, ალერგია, წამლის დოზის გადამეტება – ყოველივე ამან შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ფსორიაზს.

 

ფსორიაზის სიმპტომები:

 

ფსორიაზი წარმოადგენს ვარდისფერ ლაქებს, მოვერცხლისფრო თეთრი ფერის ქერცლით დაფარული  მკაფიო კიდეებით. გამონაყრებს თან სდევს ქავილი და ჩნდება კანის ნებისმიერ მონაკვეთზე უპირატესი ლოკალიზაციით თავის თმიან მონაკვეთზე, მუხლებისა და იდაყვების ნაკეცებზე და სხეულის ზოგიერთ სხვა ნაწილზე. ამასთან ერთად, ფსორიაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი არასასიამოვნო მოვლენა, როგორიც არის ანალური ქავილი. ნებისმიერ შემთხვევაში ფსორიაზის მკურნალობა – ძალიან ხანგრძლივი, შეუპოვარი პროცესია.

ფსორიაზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა – ბალთისებრი ფსორიაზი, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება კანს ზემოთ მდებარე ქერცლით დაფარული ბალთების სახით. ფსორიაზის ტიპიური კლინიკური ფორმის გარდა არსებობს შემდეგი კლინიკური სახესხვაობები: ფსორიატრული ერითროდერმია, ფსორიატრული ართრიტი, სებორიული, მეჭეჭებიანი,ეკსუდატიური ფსორიაზი, ფსორიაზი, რომელიც აზიანებს ფრჩხილების ფირფიტებს. ხშირად დაავადება ატარებს სეზონურ ხასიათს (ზამთრის ან ზაფხულის ფორმები).

 

ფსორიაზის სტადიები:

  1. პროგრესირებადი სტადია, რომელიც ხასიათდება ახალი პაპულების წარმოქმნითა და უკვე არსებული ელემენტების ზომების გაზრდით, კერების გარშემო ერიტემატოზური ბორდიურის შექმნით. პროგრესირებადი სტადია შესაძლოა მკვეთრად გამწვავდეს სტრესულ სიტუაციებში ან ფსორიაზის მკურნალობის ხალხური მეთოდების გამოყენების შემდეგ.
  2. სტაციონარული სტადია, რომლის დროსაც წყდება ახალი ელემენტების გამოყრა, და უკვე არსებული ელემენტების ზომები არ იცვლება.
  3. რეგრესული სტადია, ხასიათდება გამონაყრების თანდათანობითი გაქრობით, კერების გარშემო უფერო არშიის წარმოშობით.

ფსორიაზის მკურნალობა:

 

ფსორიაზის განკურნება – ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს თერაპიის ინდივიდუალურ შერჩევას კონკრეტული ავადმყოფისათვის, რადგანაც ყველა წამალი ერთნაირად ეფექტურად არ მოქმედებს ფსორიაზის ყველა ფორმაზე და არ უხდება ყველა ავადმყოფს. ეს არ არის უბრალოდ ერთი მალამო, რომელიც ფსორიაზის განკურნების საშუალებას იძლევა.

 

პირველადმა სტადიამ შეიძლება მოგვცეს სერიოზული გართულებები, ამიტომ მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ფსორიაზის მორჩენისათვის მკაცრად უნდა მივყვეთ ექიმის (დერმატოლოგი კოსმეტოლოგი) რეკომენდაციებს! მკურნალობის მეთოდებისა და საშუალებების შერჩევა დამოკიდებულია სტადიაზე, ფორმებსა და თანმდევ დაავადებებზე. ფსორიაზის მკურნალობის ხალხური მეთოდები ნაკლებეფექტურია.

 

კლინიკა “ოქსფორდ მედიკალში” თქვენ შემოგთავაზებენ მკურნალობას, რომელიც მოიცავს კომპლექსურ თერაპიასა და სპეციალურად შემუშავებული პრეპარატებისა და მალამოების კომპლექტს მკვდარი ზღვის პროდუქტების საფუძველზე ფსორიაზის განსაკურნად, რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონებსა და იმუნოდეპრესანტებს.


 

 

განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved